Wednesday, June 29, 2016

როგორი იყო ტაო-კლარჯეთი გრიგოლ ხანძთელის დროს?

1.  პროექტის სახელწოდება: როგორი იყო ტაო-კლარჯეთი გრიგოლ ხანძთელის დროს?
2    2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)  უკეთესად გაეცნონ საკუთარი ქვეყნის (ამჟამად წართმეულის) კულტურულ მემკვიდრეობას.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა მეტი უნდა იცოდნენ ამ ისტორიული მხარის შესახებ. გრიგოლ ხანძთელის ღვაწლზე ამ მხარეში.
4. პროექტის მიზნები: ამ დაობლებული მხარის (სახელმძღვანელოში არ არსებული) ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ფრაგმენტების მოძიება, რუკის შედგენა (გამოყენება) სად, რომელ ეკლესია-მონასტერს აშენებდნენ ძმობის წევრები.
5. მონაწილეთა ასაკი: 15, 16 წელი.
6. ვადები ხანგრძლივობა: ერთი  თვე
7. მოსალოდნელი შედეგები პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის ამ უძველეს მხარეს, თავიანთ წინაპართა დამსახურებას, თავდადებას ქვეყნის, ერის, სარწმუნოების წინაშე. მოსწავლეები მოიძიებენ გრიგოლისა და მისი ძმების მიერ აშენებულ ეკლესია-მონასტერთა ფოტო-მასალას, მათ ისტორიას, გააკეთებენ ალბომს. გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, მასალის ინტერნეტში მოძიების, კომპიუტერულად დამუშავების, ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა. უკეთესად გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ბიბლიოთეკა, ჟურნალისტური კვლევები. თაბახის ფურცლები, ფოტოაპარატი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, თითოეულ  ჯგუფს მივცემ ინდივიდუალურ დავალებას.
I -ჯგუფი:  მოაგროვებს ყოველგვარ მასალას ოპიზის  შესახებ
II  ჯგუფი ხანძთის შესახებ
III  ჯგუფი შატბერდის  შესახებ
IV ჯფუფი იშხნის მონასტერი 
ჯგუფი ნეძვის შესახებ
VI ჯგუფი - კვირიკეთი
VII ჯგუფი    -მერე   
VIII ჯგუფი - გუნათლეს ვანი
ნამუშევართა შესწორება-დამუშავება.
ალბომების დამზადება.
10. საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურაში-განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი. მეცნიერული ნაშრომების გაცნობით გაიღრმავებენ ცოდნას. ისტორიაში-ისტორიული მასალის მოძიებით. ხელოვნებაში-ეკლესია- მონასტრების დიდებულების აღქმით, ალბომის გაფორმებით. ისტ-ის ტექნოლოგიებში-ინტერნეტიდან მასალების მოძიება-დამუშავებით, პრეზენტაციების შექმნით, ელექტრონული ალბომის დამზადებით.
11. პროექტის ხელმძღვანელი: გულო ბილანიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gulo.bilanishvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი:

გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე“



1
გაკვეთილის  თემა
გალაკტიონ  ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე“
2
სწავლების საფეხური და კლასი
საბაზო,        XII კლასი

3.
საგანი
მასწავლებლის სახელი, გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა
გულო ბილანიშვილი
4
მოსწავლეთა რაოდენობა
       20
5.
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
2   მოსწავლე გონებრივი დარღვევებითა და მეტყველების პრობლემით
6.
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
გალაკტიონის მოსმენისა, და “მთაწმინდის ბინადართა”გახსენებით, ბავშვები ხვდებიან,რომ ეს ლექსი პოეტის სულიერი სამყაროს, პოეტური ცხოვრების ამსახველი ერთი ფურცელია, მისი შემოქმედების ერთ-ერთი გასაღებთაგანი.რომლის თემაც პოეზიით სიკვდილის დაძლევაა.(კაცად არყოფნის სევდა) ,რაც ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო როგორც მსოფლიო ლიტერატურაში, ისე ჩვენი XIX საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებაში და გალაკტიონიც მათი პოეზიის მემკვიდრეა.
7.
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შესძლებენ პოეტური ტექსტის აღქმას. წაკითხულის შეფასებასა და დასკვნის გამოტანას.
ანალიზის,შედარების, წყვილებში მუშაობის,პრეზენტაციის, კრიტიკული აზროვნების
უნარის განვითარება
8.
ესგ-ით ზღვრული მისაღწევი შედეგები|ინდიკატორები
XII
3.მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს.
5.მსჯელობს ავტორის ფასეულობებსა და შეხედულებაზე
8.ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და შეაფასებს მათ ეფექტურობასა და მნიშვნელობას
9.საუბრობს იმ მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე, რომელთა მეშვეობითაც გამოიკვეთება ავტორის დამოკიდებულება კონკრეტული პრობლემის მიმართ.
9
წინასწარი ცოდნა
გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია. ლექსები.სიმბოლიზმი
ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება
აკაკი წერეთლის  „განთიადი“
10.
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
I აქტივობა- გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმის გაცნობის შემდეგ კითხვა-პასუხის ფორმატით გამოვიკითხავ საშინაო დავალებას, გ.ტაბიძის “სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში”-10 წთ
II  აქტივობა - წინარე ცოდნის გახსენება და დაკავშირება გაკვეთილის თემასთან  2 წთ.

III  აქტივობა  -”მთაწმინდის მთვარე” კითხულობს გალაკტიონ ტაბიძე.     2 წთ.
IV აქტივობა  წყვილებში მუშაობა სახე-სიმბოლოებსა და მხატვრულ გამომსახველობით ხერხებზე დაკვირვება სსმ მოსწავლეები აკეთებენ ერთი სტროფის კოპირებას.-   5 წთ.
V აქტივობა  წაკითხულის გააზრება, შეფასება, საკუთარი აზრის დასაბუთება, ტექსტში მოცემული ინფორმაციის დაკავშირება წინარე ცოდნასთან. ფოტომასალის ჩვენება” მთაწმინდის ბინადარნი” : ნ.ბარათაშვილი, ილია, აკაკი. მსჯელობა ავტორის ფასეულობებსა და შეხედულებებზე. დასკვნის გაკეთება.    20 წთ.
VI აქტივობა  საშინაო დავალება -გალაკტიონ ტაბიძის “მთაწმინდის მთვარე” (ანალიზი) 3 წთ.
11
შეფასება
ინდივიდუალური, განმავითარებელი, განმსაზღვრელი. ფასდება: შესწავლილი ლიტერატურული მასალის ცოდნა, გაკვეთილზე ჩართულობა,  საკუთარი მოსაზრების ;  გამოთქმის, მსგავსი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირების უნარი.--3  წთ.
12.
საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსი
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, კომპიუტერი,პროექტორი, დინამიკები, ინტერნეტი, ფოტომასალები.
ნ.ბარათაშვილი, ილია, აკაკი. “მთაწმინდის მთვარე” კითხულობს გალაკტიონ ტაბიძე.
https||www.youtube.com|watch?v=FIHIRT zgtEE



კრიტერიუმები
ქულები
1-4
5-6
7-8
9-10
შესწავლილი ლიტერატურული მასალის ცოდნა და მსგავსი ინფორმაციის(პრობლემის) ერთმანეთთან დაკავშირების უნარი
ვერ ფლობს შესწავლილ ლიტერატურულ მასალას, ვერ პასუხობს უმარტივეს კითხვებს. არ შეუძლია მსგავსი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება.
მოსწავლე ავლენს შესწავლილი ლიტერატურული მასალის ზედაპირულ და მწირ ცოდნას. ნაწილობრივ ახერხებს მსგავსი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას
მოსწავლე ავლენს შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოების ცოდნას, მაგრამ მოშველიებული მასალა ზოგჯერ ბუნებრივად არ არის დაკავშირებული პრობლემასთან.
მოსწავლე ავლენს შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოების ცოდნას და მას საჭიროებისამებრ იყენებს ზოგადი პრობლემის განხილვისას.
მსჯელობა (საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა)
მოსაზრება ბუნდოვანია, გაფანტული აქვს ყურადღება. ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
მსჯელობა გარკვეულწილად ლოგიკური და დასაბუთებულია, მაგრამ შეინიშნება სერიოზული ხარვეზები.
მსჯელობა ძირითადად ლოგიკური და დასაბუთებულია, აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ დასაბუთება არამყარია.
მსჯელობა თანმიმდევრული და მწყობრია, დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას თითოეული საკითხის მიმართ.
გაკვეთილზე ჩართულობა
თავს არიდებს აქტივობებში მონაწილეობას
პერიოდულად მონაწილეობს აქტივობებში.
აქტიურია, როგორც მეწყვილესთან მუშაობაში, ისე მთელი გაკვეთილის მსვლელობისას.
აქტიურად არის ჩართული ყველა აქტივობაში.
წაკითხულის შეფასება და დასკვნის გამოტანა
დამოუკიდებლად ვერ ახერხებს წაკითხულის შეფასებას, უჭირს დასკვნის გამოტანა
ნაწილობრივ ახერხებს წაკითხულის შეფასებასა და დასკვნის გამოტანას.
შეუძლია წაკითხულის შეფასება და დასკვნის გამოტანა.
შეუძლია წაკითხულის შეფასება და სათანადო დასკვნის გამოტანა.
ლექსიკა და სტილი
ლექსიკა მწირი და არაზუსტია, სალიტერატურო ენის ნორმები უგულებელყოფილია.
ლექსიკა მწირია, ზოგჯერ არაადეკვატური
ლექსიკა დახვეწილია, მაგრამ შეინიშნება ზედმეტსიტყვაობა
ლექსიკა დახვეწილია და სათქმელს მისადაგებული,თეორიულ ცოდნას კარგად იყენებს პრაქტიკაში.









სსსმ მოსწავლის შეფასების სქემა

კრიტერიუმები
ქულა
5-6
7-8
9-10
კოპირება
აკეთებს კოპირებას, მაგრამ უშვებს შეცდომებს
აკეთებს კოპირებას მცირეოდენი ხარვეზით
უშეცდომოდ აკეთებს კოპირებას
შესწავლილი ლიტერატურული მასალის ცოდნა
უჭირს უმარტივეს კითხვებზე პასუხის გაცემა
პასუხობს უმარტივეს კითხვებს, მაგრამ საჭიროებს დახმარებას
პასუხობს დასმულ კითხვებს.