გულოს ბლოგი
Sunday, July 3, 2016
Wednesday, June 29, 2016
როგორი იყო ტაო-კლარჯეთი გრიგოლ ხანძთელის დროს?
1. პროექტის სახელწოდება: როგორი იყო ტაო-კლარჯეთი გრიგოლ ხანძთელის დროს?
2 2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) უკეთესად გაეცნონ
საკუთარი ქვეყნის (ამჟამად წართმეულის) კულტურულ მემკვიდრეობას.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა მეტი უნდა იცოდნენ ამ ისტორიული მხარის შესახებ. გრიგოლ ხანძთელის ღვაწლზე ამ მხარეში.
4. პროექტის მიზნები: ამ დაობლებული მხარის (სახელმძღვანელოში არ არსებული) ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ფრაგმენტების მოძიება, რუკის შედგენა (გამოყენება) სად, რომელ ეკლესია-მონასტერს აშენებდნენ ძმობის წევრები.
5. მონაწილეთა ასაკი: 15, 16 წელი.
6. ვადები ხანგრძლივობა: ერთი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის ამ უძველეს მხარეს, თავიანთ წინაპართა დამსახურებას, თავდადებას ქვეყნის, ერის, სარწმუნოების წინაშე. მოსწავლეები მოიძიებენ გრიგოლისა და მისი ძმების მიერ აშენებულ ეკლესია-მონასტერთა ფოტო-მასალას, მათ ისტორიას, გააკეთებენ ალბომს. გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, მასალის ინტერნეტში მოძიების, კომპიუტერულად დამუშავების, ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა. უკეთესად გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ბიბლიოთეკა, ჟურნალისტური კვლევები. თაბახის ფურცლები, ფოტოაპარატი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მივცემ ინდივიდუალურ დავალებას.
I -ჯგუფი: მოაგროვებს ყოველგვარ მასალას ოპიზის შესახებ
II ჯგუფი ხანძთის შესახებ
III ჯგუფი შატბერდის შესახებ
IV ჯფუფი იშხნის მონასტერი
V ჯგუფი ნეძვის შესახებ
VI ჯგუფი - კვირიკეთი
VII ჯგუფი -მერე
VIII ჯგუფი - გუნათლეს ვანი
ნამუშევართა შესწორება-დამუშავება.
ალბომების დამზადება.
10. საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურაში-განუვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები: წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი. მეცნიერული ნაშრომების გაცნობით გაიღრმავებენ ცოდნას. ისტორიაში-ისტორიული მასალის მოძიებით. ხელოვნებაში-ეკლესია- მონასტრების დიდებულების აღქმით, ალბომის გაფორმებით. ისტ-ის ტექნოლოგიებში-ინტერნეტიდან მასალების მოძიება-დამუშავებით, პრეზენტაციების შექმნით, ელექტრონული ალბომის დამზადებით.
11. პროექტის ხელმძღვანელი: გულო ბილანიშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gulo.bilanishvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი:

გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე“
1
|
გაკვეთილის თემა
|
გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე“
|
2
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
საბაზო, XII კლასი
|
3.
|
საგანი
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
გულო ბილანიშვილი
|
4
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
20
|
5.
|
განსაკუთრებული მიდგომის საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
2 მოსწავლე გონებრივი დარღვევებითა და მეტყველების პრობლემით
|
6.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
|
გალაკტიონის მოსმენისა, და “მთაწმინდის ბინადართა”გახსენებით, ბავშვები ხვდებიან,რომ ეს ლექსი პოეტის სულიერი სამყაროს, პოეტური ცხოვრების ამსახველი ერთი ფურცელია, მისი შემოქმედების ერთ-ერთი გასაღებთაგანი.რომლის თემაც პოეზიით სიკვდილის დაძლევაა.(კაცად არყოფნის სევდა) ,რაც ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო როგორც მსოფლიო ლიტერატურაში, ისე ჩვენი XIX საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებაში და გალაკტიონიც მათი პოეზიის მემკვიდრეა.
|
7.
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შესძლებენ პოეტური ტექსტის აღქმას. წაკითხულის შეფასებასა და დასკვნის გამოტანას.
ანალიზის,შედარების, წყვილებში მუშაობის,პრეზენტაციის, კრიტიკული აზროვნების
უნარის განვითარება
|
8.
|
ესგ-ით ზღვრული მისაღწევი შედეგები|ინდიკატორები
|
XII
3.მარტივად, გასაგებად აყალიბებს სათქმელს.
5.მსჯელობს ავტორის ფასეულობებსა და შეხედულებაზე
8.ამოიცნობს მხატვრულ სახეებს და შეაფასებს მათ ეფექტურობასა და მნიშვნელობას
9.საუბრობს იმ მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებზე, რომელთა მეშვეობითაც გამოიკვეთება ავტორის დამოკიდებულება კონკრეტული პრობლემის მიმართ.
|
9
|
წინასწარი ცოდნა
|
გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფია. ლექსები.სიმბოლიზმი
ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება
აკაკი წერეთლის „განთიადი“
|
10.
|
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
I აქტივობა- გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმის გაცნობის შემდეგ კითხვა-პასუხის ფორმატით გამოვიკითხავ საშინაო დავალებას, გ.ტაბიძის “სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში”-10 წთ
II აქტივობა - წინარე ცოდნის გახსენება და დაკავშირება გაკვეთილის თემასთან 2 წთ.
III აქტივობა -”მთაწმინდის მთვარე” კითხულობს გალაკტიონ ტაბიძე. 2 წთ.
IV აქტივობა წყვილებში მუშაობა სახე-სიმბოლოებსა და მხატვრულ გამომსახველობით ხერხებზე დაკვირვება სსმ მოსწავლეები აკეთებენ ერთი სტროფის კოპირებას.- 5 წთ.
V აქტივობა წაკითხულის გააზრება, შეფასება, საკუთარი აზრის დასაბუთება, ტექსტში მოცემული ინფორმაციის დაკავშირება წინარე ცოდნასთან. ფოტომასალის ჩვენება” მთაწმინდის ბინადარნი” : ნ.ბარათაშვილი, ილია, აკაკი. მსჯელობა ავტორის ფასეულობებსა და შეხედულებებზე. დასკვნის გაკეთება. 20 წთ.
VI აქტივობა საშინაო დავალება -გალაკტიონ ტაბიძის “მთაწმინდის მთვარე” (ანალიზი) 3 წთ.
|
11
|
შეფასება
|
ინდივიდუალური, განმავითარებელი, განმსაზღვრელი. ფასდება: შესწავლილი ლიტერატურული მასალის ცოდნა, გაკვეთილზე ჩართულობა, საკუთარი მოსაზრების ; გამოთქმის, მსგავსი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირების უნარი.--3 წთ.
|
12.
|
საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსი
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, კომპიუტერი,პროექტორი, დინამიკები, ინტერნეტი, ფოტომასალები.
ნ.ბარათაშვილი, ილია, აკაკი. “მთაწმინდის მთვარე” კითხულობს გალაკტიონ ტაბიძე.
|
კრიტერიუმები
|
ქულები
|
|||
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
შესწავლილი
ლიტერატურული მასალის ცოდნა და მსგავსი ინფორმაციის(პრობლემის) ერთმანეთთან დაკავშირების
უნარი
|
ვერ
ფლობს შესწავლილ ლიტერატურულ მასალას, ვერ პასუხობს უმარტივეს კითხვებს. არ შეუძლია
მსგავსი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება.
|
მოსწავლე
ავლენს შესწავლილი ლიტერატურული მასალის ზედაპირულ და მწირ ცოდნას. ნაწილობრივ ახერხებს
მსგავსი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირებას
|
მოსწავლე
ავლენს შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოების ცოდნას, მაგრამ მოშველიებული მასალა
ზოგჯერ ბუნებრივად არ არის დაკავშირებული პრობლემასთან.
|
მოსწავლე
ავლენს შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოების ცოდნას და მას საჭიროებისამებრ იყენებს
ზოგადი პრობლემის განხილვისას.
|
მსჯელობა
(საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა)
|
მოსაზრება
ბუნდოვანია, გაფანტული აქვს ყურადღება. ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
|
მსჯელობა
გარკვეულწილად ლოგიკური და დასაბუთებულია, მაგრამ შეინიშნება სერიოზული ხარვეზები.
|
მსჯელობა
ძირითადად ლოგიკური და დასაბუთებულია, აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ დასაბუთება
არამყარია.
|
მსჯელობა
თანმიმდევრული და მწყობრია, დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის
მოსაზრებას თითოეული საკითხის მიმართ.
|
გაკვეთილზე
ჩართულობა
|
თავს
არიდებს აქტივობებში მონაწილეობას
|
პერიოდულად
მონაწილეობს აქტივობებში.
|
აქტიურია,
როგორც მეწყვილესთან მუშაობაში, ისე მთელი გაკვეთილის მსვლელობისას.
|
აქტიურად
არის ჩართული ყველა აქტივობაში.
|
წაკითხულის
შეფასება და დასკვნის გამოტანა
|
დამოუკიდებლად
ვერ ახერხებს წაკითხულის შეფასებას, უჭირს დასკვნის გამოტანა
|
ნაწილობრივ
ახერხებს წაკითხულის შეფასებასა და დასკვნის გამოტანას.
|
შეუძლია
წაკითხულის შეფასება და დასკვნის გამოტანა.
|
შეუძლია
წაკითხულის შეფასება და სათანადო დასკვნის გამოტანა.
|
ლექსიკა
და სტილი
|
ლექსიკა
მწირი და არაზუსტია, სალიტერატურო ენის ნორმები უგულებელყოფილია.
|
ლექსიკა
მწირია, ზოგჯერ არაადეკვატური
|
ლექსიკა
დახვეწილია, მაგრამ შეინიშნება ზედმეტსიტყვაობა
|
ლექსიკა
დახვეწილია და სათქმელს მისადაგებული,თეორიულ ცოდნას კარგად იყენებს პრაქტიკაში.
|
სსსმ მოსწავლის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ქულა
|
||
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
კოპირება
|
აკეთებს კოპირებას, მაგრამ უშვებს შეცდომებს
|
აკეთებს კოპირებას მცირეოდენი ხარვეზით
|
უშეცდომოდ აკეთებს კოპირებას
|
შესწავლილი ლიტერატურული მასალის ცოდნა
|
უჭირს უმარტივეს კითხვებზე პასუხის გაცემა
|
პასუხობს უმარტივეს კითხვებს, მაგრამ საჭიროებს დახმარებას
|
პასუხობს დასმულ კითხვებს.
|
Saturday, June 18, 2016
Subscribe to:
Comments (Atom)